პრემიერ ლიგის 23-ე ტურში "არსენალმა" შინ "ლივერპული" მიიღო და 3:1 დაამარცხა.
მასპინძელთა შემტევმა, მარტინ ოდეგორმა თავისი გამარჯვების ემოციები განსხვავებულად გამოხატა, ფოტოგრაფთან მივიდა, მას აპარატი გამოართვა და აღნიშნული მომენტები თავად აღბეჭდა.
არსენალი 49 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო ლივერპული სატურნირო ცხრილს 51 ქულით ლიდერობს