იტალიის ჩემპიონატის ეგიდით საბა საზონოვის ტორინომ ტურნირის აუტსაიდერ სალერნიტანას უმასპინძლა და მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.
ტორინოში არსებული ტრავმიანობის ფონზე მოსალოდნელი იყო, რომ საზონოვი სასტარტო XI-ში იქნებოდა, რაც ასეც მოხდა კიდეც.
ქართველმა ცენტრალურმა მცველმა თამაშში მონაწილეობა 80 წუთით მიიღო, შემდეგ კი იურიჩმა იგი ლოვატოთი შეცვალა.
Sofascore-მ საბა საზონოვის თამაში 6.6 სარეიტინგო ქულით შეაფასა.