რომან დოლიძის დაპირისპირება იმამოვთან - აწონვები და სხვა » სპორტის ხაზი

რომან დოლიძის დაპირისპირება იმამოვთან - აწონვები და სხვა

რომან დოლიძის დაპირისპირება იმამოვთან - აწონვები და სხვა
3-02-2024, 12:55
Aa Aa
გაზიარება:

რომან დოლიძემ (12-2 MMA, 6-2 UFC) და ნასურდინ იმავოვმა (12-4 MMA, 4-2 UFC) მომავალი ბრძოლის წინ აწონვის პროცედურა
35 წლის ქართველისა და საფრანგეთის მოქალაქეობის მქონე 28 წლის დაღესტნელის ხუთრაუნდიანი დაპირისპირება 4 თებერვალს (თბილისის დროით გამთენიისას), UFC Vegas 85-ზე გაიმართება და მთავარი მოვლენაც იქნება.

აწონვის შედეგად დოლიძე იმავოვზე ოდნავ მძიმე აღმოჩნდა. ქართველმა 84,37 კგ. აჩვენა, იმავოვმა - 83,91 კგ. შედეგად, ორივე სპორტმენის წონა საშუალო დივიზიონის ლიმიტთან შესაბამისობაში აღმოჩნდა.

ტრადიციულად, მეტოქეებმა კამერების წინ "მზერით დუელიც" ჩაატარეს. ამჯერად "სტერდაუნმა" მშვიდ ატმოსფეროში ჩაიარა - დოლიძემ და იმავოვმა ერთმანეთს გაუღიმეს, ხელი ჩამოართვეს და გადაეხვივნენ.

რომან დოლიძემ, რომელიც UFC-ში 2020 წლის ზაფხულიდან გამოდის და 6 გამარჯვებას და 2 წაგებას ითვლის, ბოლოს გასული წლის მარტში, მარვინ ვეტორისთან იჩხუბა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხებულად გამოცხადდა. დოლიძე ამჟამად UFC-ის საშუალო წონის რეიტინგში მე-8 პოზიციას იკავებს.

იმავოვი ამჟამად საშუალო წონის რეიტინგში მე-11 ადგილზეა

რომან დოლიძის დაპირისპირება იმამოვთან - აწონვები და სხვა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი