Sky Sports-ის იტალიელმა ჟურნალისტმა, ფრანჩესკო მოდუნიომ ნაპოლისა და საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი მიმოიხილა.
როგორც ის ფიქრობს, კვარასა და ნაპოლის სამომავლო თანამშრომლობაზე უდიდეს გავლენას ჩემპიონთა ლიგის ფაქტორი იქონიებს.
"გავა თუ არა ნაპოლი ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო სეზონში, ეს საკითხი დე ლაურენტისისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური სისტემის ნაწილი იქნება."
"თუ კლუბი მიმდინარე სერია A-ს დასრულებისას ოთხეულს მიღმა აღმოჩნდა, დიდი შანსია, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ცდუნებას ვერ გაუძლოს და რომელიმე გრანდის წინადადებას დაეთანხმოს", - ამბობს ჟურნალისტი
ცნობისთვის, კვარას ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ლონდონის არსენალს უკავშირებენ.