"როდესაც სპორტულ თემას ეხება, მუდმივად შეცდომას უშვებს" - მოჯი დე ლაურენტისს აკრიტიკებს » სპორტის ხაზი

"როდესაც სპორტულ თემას ეხება, მუდმივად შეცდომას უშვებს" - მოჯი დე ლაურენტისს აკრიტიკებს

"როდესაც სპორტულ თემას ეხება, მუდმივად შეცდომას უშვებს" - მოჯი დე ლაურენტისს აკრიტიკებს
2-02-2024, 13:02
Aa Aa
გაზიარება:

ტურინის იუვენტუსის ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ლუჩანო მოჯიმ აურელიო დე ლაურენტისი მორიგ ჯერზე გააკრიტიკა.

როგორც ის ამბობს, ნაპოლის პრეზიდენტი კარგი მეწარმე და ბიზნესმენია, თუმცა სპორტულ საკითხებში საერთოდ არაფერი გაეგება.

"ნაპოლის სატრანსფერო ფანჯარა საერთოდ არ მომეწონა. მათ ისეთი ფეხბურთელები დაიმატეს, რომლებიც ყოფილ კლუბებშიც კი სათადარიგო სკამზე ისხდნენ."

"ერთი მხრივ, დე ლაურენტისის შექება მსურს, რომელმაც ჩემპიონატი ისე მოიგო, რომ საბანკო ანგარიშზე არაფერი შემჩნევია, თუმცა როდესაც საქმე სპორტულ თემას ეხება, სჯობს, რომ დე ლაურენტისმა აზრი უფრო კომპეტენტურ ადამიანს სთხოვოს"
, - ამბობს მოჯი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი