"კიტე ნაკრებში გვჭირდები" - ქართველი გულშემატკივრები ოთარ კიტეიშვილის გოლს სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ » სპორტის ხაზი

"კიტე ნაკრებში გვჭირდები" - ქართველი გულშემატკივრები ოთარ კიტეიშვილის გოლს სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ

"კიტე ნაკრებში გვჭირდები" - ქართველი გულშემატკივრები ოთარ კიტეიშვილის გოლს სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ
28-10-2022, 13:18
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, ევროპა ლიგის ჯგუფურ ეპატზე ერთმანეთს "შტურმი გრაცი" და "ფეინოორდი" დაუპირისპირდნენ. მატჩის მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ 93-ე წუთზე ავსტიული კლუბს მნიშვნელოვანი სამი ქულა სწორედ ქართველმა ფეხბურთელმა, ოთარ კიტეიშვილმა მოუპოვა, რომელმაც ჩაწოდების შემდეგ, დამატებაზე ითამაშა და მეკარე უშანსოდ დატოვა.

ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ქართველი გულშემატკივრები გამოეხმაურნენ.

- "ამ ადამიანის ყოველთვის მჯეროდა! ძალიან სტაბილური და გუნდური მოთამაშეა. იმედი მაქვს ჩვენი ნაკრებიც მიაღწევს წარმატებებს, ამ ნიჭიერი თაობის დახმარებით"

- "კარგი გუნდი მოუხდებოდა ოთოს"

- "კიტე ნაკრებში გვჭირდები"

- "ერთი დიდი ოქროს ზოდიც ეს გვყავს ნაკრებშიი!"

- "თუ ტრამვებმა არ შეუშალა ხელი კიტეს და ჩაკვეს ბოლო სეზონები აქვთ თავიანთ კლუბებში"

- "კიტე მინიმუმ ვალენსიის დონის გუნდში უნდა თამაშობდეს. ჩვენ ნაკრებს მაგრად დახატავს, ოღონდ ტრამვა აღარ, გთხოვ"

- "კიტე, ჩაკვე, ზურიკო, კვარაა - ეს ოთხი ერთად ამინდს შეცვლის სანიოლის ხელში".


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი