"თოფურიასთან ჩხუბი ჩემთვის მარტივი მოსაგები იქნებოდა" - რუსი მებრძოლი ილიაზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"თოფურიასთან ჩხუბი ჩემთვის მარტივი მოსაგები იქნებოდა" - რუსი მებრძოლი ილიაზე საუბრობს

"თოფურიასთან ჩხუბი ჩემთვის მარტივი მოსაგები იქნებოდა" - რუსი მებრძოლი ილიაზე საუბრობს
2-02-2024, 12:12
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია ქვემსუბუქი კატეგორიის საჩემპიონო ბრძოლისთვის მზადებას განაგრძობს, გადამწყვეტი დაპირისპირება კი 17 თებერვალს ალექსანდრ ვოლკანოვსკის წინააღმდეგ შედგება.

დაახლოებით 2 კვირაში გასამართი შეხვედრის შესახებ კომენტარი უკვე არაერთმა ცნობილმა სახემ გააკეთა, მათ შორისაა ორგანიზაციის რუსი მებრძოლი მოვსარ ევლოევიც, რომელმაც აღნიშნა, რომ თოფურიასთან შეხვედრას მარტივად მოიგებდა.

"პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ ვოლკანოვსკი საკმაოდ რთულ გამოწვევას დაეთანხმა, რადგან მახაჩევთან დანოკაუტების შემდეგ დიდი დრო ძალების აღსადგენად არ ჰქონია, რის გამოც თოფურიას მოგების კარგი შანსი აქვს."

"ილია თუ მეტოქეს დაამარცხებს, ეს ჩემთვის კარგი იქნება, რადგან მე და მან საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ."

"თოფურიას ფინალში საკმაოდ მარტივად დავამარცხებდი"
, - ამბობს ევლოევი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი