"აქ ყველაფერი ფანტასტიკურია განვითარებისთვის" - ჩაკვეტაძის პირველი კომენტარი ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ » სპორტის ხაზი

"აქ ყველაფერი ფანტასტიკურია განვითარებისთვის" - ჩაკვეტაძის პირველი კომენტარი ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ

"აქ ყველაფერი ფანტასტიკურია განვითარებისთვის" - ჩაკვეტაძის პირველი კომენტარი ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ
2-02-2024, 11:47
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ უოტფორდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბმა გიორგი ჩაკვეტაძე გენტიდან სრულფასოვნად გამოისყიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველმა ნახევარმცველმა განვითარებისკენ მორიგი წარმატებული ნაბიჯი გადადგა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებისა და უოტფორდის 24 წლის ნახევარმცველმა ახალ კლუბში ოფიციალურ გადასვლასთან დაკავშირებით ისაუბრა და თქვა, რომ ინგლისში ყველაფერია იმისათვის, რათა განვითარების პროცესს პრობლემა არ შეექმნას.

"უოტფორდთან ხელშეკრულების გაფორმებით ძალიან ბედნიერი ვარ. დროთა განმავლობაში ყველაფერს შევეგუე, - თანაგუნდელებს, პერსონალსა და გულშემატკივრებს. აქ შესანიშნავი გარემოა განვითარებისთვის."

"როდესაც უცხო ქვეყანაში საცხოვრებლად გადადიხარ, შესაძლოა, რომ მცირედი დისკომფორტი გქონდეს, მაგრამ აქ ყველაფერი ფანტასტიკურადაა. ჩვენ ყველას გვინდა, რომ პრემიერ ლიგაში დავწინაურდეთ, რისთვისაც ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ."

"მოედანზე ყოველთვის გამარჯვებისთვის გავდივარ და ეს კლუბიც იგივეს აკეთებს. მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ თავებს უმაღლესი მიზნები დავუსახოთ, შემდეგ კი ისინი მინდორზე შევასრულოთ"
, - ამბობს გიორგი ჩაკვეტაძე


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი