"გუნდელები ერთმანეთს შეხვდებიან" - FIBA თოკო შენგელიაზე წერს » სპორტის ხაზი

"გუნდელები ერთმანეთს შეხვდებიან" - FIBA თოკო შენგელიაზე წერს

"გუნდელები ერთმანეთს შეხვდებიან" - FIBA თოკო შენგელიაზე წერს
1-02-2024, 12:31
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს 23 თებერვალს დაიწყებს, ჩვენი პირველი მეტოქე კი დანია იქნება.

აღსანიშნავია, რომ დანიის გარდა, ჩვენს ჯგუფში სერბეთი და ფინეთიც არიან, ჯგუფიდან კი ჯამურად 3 ნაკრები გადის (ფინეთი მასპინძელია და ტურნირზე ისედაც ითამაშებს, შესაბამისად, დანარჩენი სამი პოზიციიდან ორი ადგილი გათამაშდება).

სწორედ აღნიშნული მიზეზის გამო, დანიისა და საქართველოს თამაში უმნიშვნელოვანესი იქნება როგორც ერთი, ისე მეორე ნაკრებისთვის. ფაქტობრივად, 23 თებერვალს კონკურენტების დაპირისპირებას ვიხილავთ.

ცხადია, ასეთი მნიშვნელოვანი თამაში FIBA-ს არ გამორჩენია, რომელსაც მიაჩნია, რომ მაყურებელმა დანიისა და საქართველოს შეხვედრა არ უნდა გამოტოვოს.

"დანიის ნაკრები შესარჩევზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოხვდა. 2022 წელს მას ცოტა დააკლდა ევრობასკეტამდე, მიუხედავად იმისა, რომ ლიეტუვა დაამარცხა. 1955 წლის შემდეგ დანიელებს ევროპის ჩემპიონატზე არ უთამაშიათ."

"საქართველოს ნაკრებმა კი ბოლო ხუთ ევრობასკეტზე იასპარეზა. 2022 წელს თანამასპინძელიც იყო ხოლო, 2023-ში მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ითამაშა."

"დანია-საქართველო თანაგუნდელების დუელიც იქნება – თორნიკე შენგელია და იფე ლუნდბერგი იტალიური ვირტუს ბოლონიის ღირსებას იცავენ"
, - წერს FIBA


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი