მატეო პოლიტანომ ნაპოლისთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა » სპორტის ხაზი

მატეო პოლიტანომ ნაპოლისთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა

მატეო პოლიტანომ ნაპოლისთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა
31-01-2024, 14:42
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის იტალიელმა შემტევმა, მატეო პოლიტანომ, კლუბთან ხელშეკრულება გაანახლა.

ინფორმაცია თავდაპირველად აურელიო დე ლაურენტისმა გაავრცელა, შემდეგ განცხადება ნაპოლის ვებგვერდზეც გამოქვეყნდა. პოლიტანოს არაბული კლუბები იწვევდნენ, მაგრამ აღნიშნულზე ფეხბურთლმა უარი განაცხადა და ნეაპოლელებთან კონტრაქტი 2027 წლამდე გააგრძელა.

არაოფიციალური ინფორმაციით, იტალიელი ფეხბურთელი ნაპოლიში ახალი კონტრაქტის თანახმად სეზონში 3 მილიონ ევროზე ოდნავ მეტს გამოიმუშავებს.

მატეომ კარიერა რომაში დაიწყო, შემდეგ სასუოლოსა და ინტერშიც ითამაშა, ხოლო 2020 წელს ნაპოლის მიაშურა, სადაც 175 მატჩში თავი 29 გოლით და 24 საგოლე პასით გამოიჩინა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი