კარიმ ბენზემა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ალ-იტიჰადს" არ დატოვებს, აღნიშნული გადაწყვეტილება საბოლოოა. როგორც ჩანს, მიუხედავად მხარეებს შორის დაძაბული ურთიერთობისა, მათ მაინც მოახერხეს შეთანხმების მიღწევა ბენზემას კლუბში დარჩენის თაობაზე.
ოქროს ბურთის მფლობელი ფეხბურთელის დამატების სურვილი, მისმა ყოფილმა კლუბმა, ლიონმა გამოთქვა, თუმცა ეს გარიგება ფინანსურად შეუძლებელი იყო. ასევე განიხილებოდა რონალდუს "ალ-ნასრიში" ტრანსფერიც, თუმცა აღნიშნული ვარიანტები უკანა ფონზე გადავიდა.
კარიმი იტიჰადში 2023 წლის ზაფხულში გადავიდა და 20 შეხვედრაში გაიტანა 12 გოლი და შეასრულა 5 საგოლე გადაცემა.