დიდი 10 | ლელო 19:16 არესი » სპორტის ხაზი

დიდი 10 | ლელო 19:16 არესი

დიდი 10 | ლელო 19:16 არესი
30-01-2024, 13:12
Aa Aa
გაზიარება:

თბილისის ‘ლელო სარასენსმა’ ქუთაისის ‘არესთან’ პირველ ტაიმში მოპოვებული 10-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა და დაძაბულ მატჩში 19:16 გაიმარჯვა.

დიდ დიღომში, „ლელო არენაზე“ ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა თავიდან სტუმრებმა მიიღეს, მაგრამ ჯარიმა არაზუსტი იყო. საწყის 26 წუთში გუნდები ხშირად ჯარიმდებოდნენ და ირაკლი ყიასაშვილმა სამი ზუსტი დარტყმა შეასრულა, რაზეც ‘არესმა’ გიორგი თევდორაძის ერთი ჯარიმით უპასუხა.

თევდორაძემ 29-ე წუთზრ არეკნით ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა, თუმცა მალევე გაგა ქევხიშვილმა ხაზი გაჭრა, ლელო ძელებსშუა გაიტანა, ყიასაშვილმა კი გარდასახა და ტაიმი 16:6 დასრულდა.

‘არესმა’ საპასუხო ლელო 56-ე წუთზე გაიტანა. ცოტნე კვესელავამ ბურთი საკუთარ 22-თან ჩაჭრა და ლელომდე 80 მეტრი ირბინა. თევდორაძემ გარდასახვის შემდეგ ჯარიმა გაიტანა და 63-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა, მაგრამ მატჩის საუკეთესო მოთამაშე ყიასაშვილს საპასუხო ჯარიმის გასატანად სულ 3 წუთი დაჭირდა და მასპინძლები კვლავ წინ გაიყვანა. ორივე გუნდის მცდელობის მიუხედავად დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და ‘ლელომ’ 19:16 გაიმარჯვა.

დიდ დიღმელებს 44 ქულა მოუგროვდათ, ქუთაისის ‘აიას’ ურთიერთშეხვედრებით გადაასწრეს და პირველ ადგილზე აღზევდნენ. ‘არესმა’ ნუგეშის ქულა აიღო, 26-ით ‘ხვამლს’ გაუტოლდა, მას ურთიერთშეხვედრებით გადაასწრო და მე-6 პოზიციაზეა.

Rugby.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი