ლუჩანო სპალეტი პრესტიჟული ჯილდო "ოქროს სკამის" გამარჯვებული გახდა » სპორტის ხაზი

ლუჩანო სპალეტი პრესტიჟული ჯილდო "ოქროს სკამის" გამარჯვებული გახდა

ლუჩანო სპალეტი პრესტიჟული ჯილდო "ოქროს სკამის" გამარჯვებული გახდა
29-01-2024, 17:29
Aa Aa
გაზიარება:

"ნაპოლის" ყოფილი თავკაცი , ლუჩიანო სპალეტი იტალიის სერია A-ს 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.

ჯილდო, "ოქროს სკამი" , გამარჯვებულს მწვრთნელების გამოკითხვით გადაეცემა. გამოკითხვაში სპალეტიმ სიმონე ინძაგი და სტეფანო პიოლი დაჯაბნა.

"მადლობას ვუხდი ყველას. პირველ რიგში ჩემს ფეხბურთელებს "ნაპოლიში", თანამშრომლებს, კრისტიანო ჯუნტოლის, მთელს ნეაპოლს, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ამ ჯილდოს მოგებაში.

"ოქროს სკამის" მიღება საკუთარი კოლეგებისგან განსაკუთრებული პატივია, რადგან ამ დროს მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელები გაფასებენ"
- თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიელი სპეციალისტი ამჟამად საკუთრი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს უდგას სათავეში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი