როგორც ბათუმის დინამოს ოფიციალური გვერდი წერს, აჭარულმა კლუბმა რიგით მეორე ამხანაგური შეხვედრა მაკედონიურ შკენდიასთან გამართა.
ამავე წყაროს ინფორმაციიდან ვიგებთ, რომ ქართული კლუბი შკენდიასთან ორი ბურთის სხვაობით, 0-2 დამარცხდა.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ანდრე დემჩენკოს გუნდმა პირველი ამხანაგური მატჩი თურქულ ტერმალიკასთან გამართა, რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა.