თავის გუნდში საუკეთესო იყო | რა შეფასება მიიღო მამარდაშვილმა ატლეტიკოსთან » სპორტის ხაზი

თავის გუნდში საუკეთესო იყო | რა შეფასება მიიღო მამარდაშვილმა ატლეტიკოსთან

თავის გუნდში საუკეთესო იყო | რა შეფასება მიიღო მამარდაშვილმა ატლეტიკოსთან
29-01-2024, 12:14
Aa Aa
გაზიარება:

ესპანეთის ჩემპიონატის 22-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა მადრიდში გაიმართა, რომელშიც ადგილობრივმა ატლეტიკომ გიორგი მამარდაშვილის ვალენსიას 2:0 მოუგო.

საქართველოს ნაკრების კარის დარაჯმა შეხვედრაში მონაწილეობა 90 წუთით მიიღო და ჯამურად მის ანგარიშზე 6 მოგერიება გახლდათ, რის ფონზეც გიორგიმ ვალენსიას რიგებში ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო, - 7.8 სარეიტინგო ქულა.

ქართველ მეკარეს გოლები სამუელ ლინომ და მემფის დეპაიმ გაუტანეს. პირველმა მათგანმა მამარდაშვილის კარი 45+5 წუთზე აიღო, დეპაიმ კი საბოლოო ანგარიში 57-ე წუთზე დააფიქსირა.

ამ შედეგით გიორგი მამარდაშვილის ვალენსია ლა ლიგის მე-8 ადგილს 32 ქულით იკავებს, მათი მომდევნო მატჩი კი ალმერიას წინააღმდეგ 3 თებერვალს გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი