"რვა გოლი და სრული სიგიჟე!" - ბარსელონასა და ვილიარეალის დაპირისპირება » სპორტის ხაზი

"რვა გოლი და სრული სიგიჟე!" - ბარსელონასა და ვილიარეალის დაპირისპირება

"რვა გოლი და სრული სიგიჟე!" - ბარსელონასა და ვილიარეალის დაპირისპირება
27-01-2024, 23:59
Aa Aa
გაზიარება:

ლა ლიგის 22-ე ტურის შეხვედრაში ვილიარეალი ბარსელონას ესტუმრა და 5:3 დაამარცხა.

შეხვედრაში პირველი გოლი, რომელიც ვარმა არ ჩათვალა და ჯარიმა დააფიქსირა, 22-ე წუთზე ხერარდ მორენომ გაიტანა.

მიუხედავად ვარის აღნიშნული გადაწყვეტილებისა, 41-ე წუთზე მორენომ მაინც გაიტანა და ანგარიში ვილიარეალის სასარგებლოდ გახსნა, 0:1.

54-ე წუთზე სხვაობა ორამდე გაზარდა, სტუმართა 19 წლის შემტევმა, ილიას ახომაჩმა.

მე-60 და 68-ე წუთებზე გიუნდოგანმა და პედრიმ გაიტანეს და წონასწორობა აღადგინეს, 2:2.

ბარსას გათანაბრებას 71-ე წუთზე ვილიარეალის მცველის, ერიკ ბაილის ავტოგოლი მოჰყვა, რამაც კატალონიელები წინ გაიყვანა.

ანგარიში ისევ გათანაბრდა 84-ე წუთზე, როცა გონსალო გედეშმა შეაგდო, 3:3.

და ბოლოს მატჩის მიწურულს, 90+9 წუთზე ვილიარეალი წინ ალექსანდერ სორლოტმა გაიყვანა და ანგარიში 3:4 გახადა.

ვილიარეალი არც ამის შემდეგ არ გაჩერებულა და 90+12 წუთზე 36 წლის ვეტერანმა ხოსე ლუის მორალესმა ვილიარეალს გამარჯვება გაუფორმა, 3:5.


22 ჩატარებული მატჩის შემდეგ, ვილიარეალი 23 ქულით მე-14 ადგილს იკავებს, ხოლო ბარსას 21 შეხვედრა აქვს გამართული და 44 ქულით მესამე ადგილზეა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი