"საქართველოში ყველაზე მეტად ეს მენატრება" - გოგა ბითაძე » სპორტის ხაზი

"საქართველოში ყველაზე მეტად ეს მენატრება" - გოგა ბითაძე

"საქართველოში ყველაზე მეტად ეს მენატრება" - გოგა ბითაძე
27-01-2024, 14:16
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ორლანდოს კალათბურთელმა, გოგა ბითაძემ ამერიკაში იმის შესახებ ისაუბრა თუ რა ენატრება ყველაზე მეტად შორეულ სამშობლოში:

"პირველ ხანებში ყველაზე მეტად ქართული სამზარეულო მენატრებოდა, თუმცა ყველაზე მეტად ახლა იქაური აურა მაკლია, იქაური ხალხი და იქაური საუბრები."

"მინდა, რომ გარეთ გავიდე, ქართველებს ვხედავდე, ქართულს ვისმენდე და იმ შენობებს ვათვალიერებდე, რომლებსაც მთელი ბავშვობის განმავლობაში ვხედავდი."

"საქართველო პატარა ქვეყანაა, თუმცა ძალიან ლამაზია და სტუმართმოყვარეც. ამ ქვეყანაში ყველაფერს სხვა გემი აქვს და იქაურობა ძალიან მენატრება"
, - თქვა ბითაძემ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი