"მზად ვარ, რომ 17 თებერვალს მსოფლიოს ჩემპიონი გავხდე" - ილია თოფურია თავის გეგმებზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"მზად ვარ, რომ 17 თებერვალს მსოფლიოს ჩემპიონი გავხდე" - ილია თოფურია თავის გეგმებზე საუბრობს

"მზად ვარ, რომ 17 თებერვალს მსოფლიოს ჩემპიონი გავხდე" - ილია თოფურია თავის გეგმებზე საუბრობს
26-01-2024, 15:36
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია ესპანურ მედიასთან თავის სამომავლო გეგმებზე საუბრობს და ამბობს, რომ 17 თებერვალს მსოფლიოს ჩემპიონობას აპირებს.

როგორც იცით, სწორედ 17 რიცხვში შედგება ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაპირისპირება, რომელიც UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონს გამოავლენს.

"მზადება კარგად მიმდინარეობს და ყველაზე რთულმა ფაზამ უკვე გადაიარა. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ამაზე მძიმე ვარჯიშები არ მქონია, თუმცა იმის თქმა კი შემიძლია, რომ ასე პროფესიონალურად ჯერ არ მოვმზადებულვარ."

"ჩემი სურვილი? - მინდა, რომ 17 თებერვალს მსოფლიოს ჩემპიონი გავხდე. ჩემმა გუნდმა შესანიშნავად იმუშავა, მათ ალექსანდრ ვოლკანოვსკი თავიდან ფეხებამდე გაშიფრეს."

"ვოლკანოვსკის მუქარა? - ის იმას ამბობს, რასაც დანარჩენებიც ამბობდნენ, ეს არ მაშინებს. მიუხედავად ამისა, მის მიმართ პატივისცემის გრძნობით ვარ გამსჭვალული, რაც იმაში გამოიხატება, რომ სპორტული დარბაზიდან ყოველთვის ყველაზე გვიან გამოვდივარ. ვიცი, რომ წინ უმნიშვნელოვანესი ბრძოლა მელის"
, - ამბობს თოფურია


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი