ესპანურმა El Nacional-მა სტატია ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გამოაქვეყნა და დაწერა მიზეზი, თუ რატომ არ სურს ქართველს ბარსელონაში თამაში.
როგორც ისინი წერენ, საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის ლიდერს ბარსელონას მთავარი მწვრთნელი არ მოსწონს და მის ხელში თამაში არ სურს.
"ბარსელონას ბოლო პერიოდის სატრანსფერო ზონაში ნაპოლის ქართველი ვინგერიც მოხვდა, რომლის გადაბირებაც ბლაუგრანას სპორტულ დირექტორ დეკუს სურს."
"მიუხედავად ბარსელონელთა სურვილისა, ხვიჩა კვარაცხელიასთვის არასასურველ ფაქტორს ჩავი წარმოადგენს. სხვათა შორის, ანალოგიური ხდება იოზუა კიმიხის შემთხვევაშიც", - წერს გამოცემა
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 75 მილიონი ევროა.