დვალიშვილისა და სეხუდოს ბრძოლაზე ახალი დეტალები გაირკვა » სპორტის ხაზი

დვალიშვილისა და სეხუდოს ბრძოლაზე ახალი დეტალები გაირკვა

დვალიშვილისა და სეხუდოს ბრძოლაზე ახალი დეტალები გაირკვა
26-01-2024, 09:59
Aa Aa
გაზიარება:

მერაბისა და ჰენრის ბრძოლა, თბილისის დროით, 18 თებერვალს შედგება. დვალიშვილისთვის ეს კარგი შანსი იქნება, რომ საჩემპიონო ქამრის ბრძოლასაც არ გამოეთიშოს.

მას შემდეგ, რაც მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს ბრძოლა ჩაინიშნა ქართველი ცდილობდა, რომ ჩხუბი 5-რაუნდიანი ყოფილიყო. მერაბი 5-რაუნდიან დაპირისპირებაში უკეთ გრძნობს თავს, რადგან მისი გამძლეობის ხარჯზე მეტოქეებს მარტივად ჩაგრავს. როგორც თავად "მანქანამ" აღნიშნა, პირველი სამი რაუნდი მისთვის მხოლოდ გახურებაა. ბოლო ორ რაუნდში მისი მოწინააღმდეგეები უკვე დაღლილები არიან და სწორედ აქ ჩანს მერაბის უპირატესობა. დვალიშვილს სწორედ თავისი გამძლეობის გამო შეარქვეს "მანქანა"

როგორც თავად დვალიშვილიც ადასტურებს, UFC-მ გადაწყვიტა, რომ სეხუდო-დვალიშვილის ბრძოლა სამრაუნდიანი იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.