მარცხი 27 ქულით | გოგა ბითაძე პარკეტს დაუბრუნდა » სპორტის ხაზი

მარცხი 27 ქულით | გოგა ბითაძე პარკეტს დაუბრუნდა

მარცხი 27 ქულით | გოგა ბითაძე პარკეტს დაუბრუნდა
23-01-2024, 13:02
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ორლანდოს ცენტრი, გოგა ბითაძე წინა შეხვედრის გამოტოვების შემდეგ პარკეტს დაუბრუნდა.

ბითაძის ორლანდომ NBA-ს შეხვედრა კლივლენდის წინააღმდეგ გამართა, რომელიც მისმა გუნდმა 27 ქულის სხვაობით, 99:126 დამარცხდა.

ქართველი კალათბურთელი მწვრთნელმა პარკეტზე 08:37 წუთით შეუშვა, რა დროშიც მან 2 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

ორლანდო ამ მომენტისთვის გათამაშების ცხრილის მე-8 ადგილს 23 მოგებითა და 21 წაგებით იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი