79 წლის ასაკში გარდაიცვალა იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ლუიჯი რივა » სპორტის ხაზი

79 წლის ასაკში გარდაიცვალა იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ლუიჯი რივა

79 წლის ასაკში გარდაიცვალა იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ლუიჯი რივა
23-01-2024, 00:50
Aa Aa
გაზიარება:

იტალიელი ფეხბურთის ლეგენდა, ლუიჯი რივა 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მისი გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევაა.

რივას კარიერის განმავლობაში "ლენიანოსა" და "კალიარიში" უასპარეზია. ამ უკანასკნელთან ერთად მან 1969-70 წლების სეზონში სერია A-ს მოგება შეძლო.

ლეგენდარული ფეხბურთელი, რომელიც 35 გოლით იტალიის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია, 1968 წელს "სკუადრა აძურასთან" ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა, 1970 წელს კი მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.