BBC: 92 წლის ასაკში - მარიო ზაგალო გარდაიცვალა » სპორტის ხაზი

BBC: 92 წლის ასაკში - მარიო ზაგალო გარდაიცვალა

BBC: 92 წლის ასაკში - მარიო ზაგალო გარდაიცვალა
6-01-2024, 17:31
Aa Aa
გაზიარება:

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი მარიო ზაგალო 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC იტყობინება.

ზაგალო ერთადერთი ადამიანია, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატი სხვადასხვა რანგში ოთხჯერ მოუგია. მან ეს ორჯერ ფეხბურთელის (1958 და 1962 წლებში), ერთხელ მთავარი მწვრთნელის (1970) და ერთხელაც მწვრთნელის თანაშემწის (1994) რანგში შეძლო.

იგი იყო პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი როგორც ფეხბურთელმა და როგორც მწვრთნელმა - მოგვიანებით ეს მიღწევა გერმანელმა ფრანც ბეკენბაუერმა და ფრანგმა დიდიე დეშამმა გაიმეორეს.

ბრაზილიის ნაკრებთან ერთად ზაგალომ ფეხბურთელის რანგში 1958 და 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატები მოიგო, 1970 წელს კი წვრთნიდა მუნდიალის ტრიუმფატორ გუნდს, რომლის შემადგენლობაშიც პელე, ჟაირზინიო და კარლოს ალბერტო თამაშობდნენ.

1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ასევე ბრაზილიელთა გამარჯვებით დასრულდა, ზაგალო ნაკრების მწვრთნელის, კარლოს ალბერტო პარეირას ასისტენტი იყო. 1998 წლის მუნდიალზე ზაგალოს გაწვრთნილი ნაკრები ფინალში გავიდა, სადაც მასპინძელ საფრანგეთთან დამარცხდა.

ამას გარდა, მისი ხელმძღვანელობით ბრაზილიელებმა მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატზე ვერცხლი დაისაკუთრეს.

"ჩვენი ფეხბურთის დიდი გმირის იმქვეყნად წასვლის გამო, მწუხარების წუთებში თანაგრძნობას ვუცხადებთ მისი ოჯახსა და გულშემატკივრებს." - ვკითხულობთ ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი