"კაშიას გადაწყვეტილება აუხსნელია" - ნუკრი რევიშვილი კვარაცხელიას მესამე ადგილზე გაყვანას უარყოფითად აფასებს » სპორტის ხაზი

"კაშიას გადაწყვეტილება აუხსნელია" - ნუკრი რევიშვილი კვარაცხელიას მესამე ადგილზე გაყვანას უარყოფითად აფასებს

"კაშიას გადაწყვეტილება აუხსნელია" - ნუკრი რევიშვილი კვარაცხელიას მესამე ადგილზე გაყვანას უარყოფითად აფასებს
22-01-2024, 13:49
Aa Aa
გაზიარება:

ქართული სპორტული მედია Sportall აქვეყნებს ინტერვიუს ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარე ნუკრი რევიშვილთან.

ერთ-ერთ ეპიზოდში რევიშვილი კაშიას მიერ საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოებაზე ხვიჩა კვარაცხელიას მესამე ადგილზე გაყვანაზე საუბრობს, რომელსაც უცვლელად გადმოგცემთ:

"ძალიან დამწყდა გული, როცა საქართველოს ნაკრების კაპიტანს ფიფას გამოკითხვაში მესამე ადგილზე გაჰყავს ფეხბურთელი, რომლის მსგავსიც, ალბათ, 50 წელია, არ გვყოლია.

გურამ კაშიას იდეალური შანსი ჰქონდა, ქართველი ფეხბურთელის პირველობა - ამ შემთხვევაში კვარაცხელიას - ისტორიული დაეფიქსირებინა. მნიშვნელოვანია, რომ ეს არაობიექტური არ იქნებოდა. გურამის გადაწყვეტილება აუხსნელია. ამას ჩვენი სხვა კაპიტნები არ გააკეთებდნენ, მაგალითად კალაძე, კობიაშვილი თუ კანკავა...

წელს საქართველოს ნაკრებს უმნიშვნელოვანესი მატჩები ელის და ყველა უნდა გავერთიანდეთ!.. დარწმუნებული ვარ, ლუქსემბურგს აუცილებლად ვაჯობებთ და ფინალში ვითამაშებთ. ვისურვებდი, ტოპ-გუნდებში მეტი ჩვენებური გვყავდეს - მამარდაშვილი, ჩაკვეტაძე..."
- ვკითხულობთ ინტერვიუში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.