აკაკი გიუნაშვილი ფროზინონედან ისევ ფოთის კოლხეთში დაბრუნდა » სპორტის ხაზი

აკაკი გიუნაშვილი ფროზინონედან ისევ ფოთის კოლხეთში დაბრუნდა

აკაკი გიუნაშვილი ფროზინონედან ისევ ფოთის კოლხეთში დაბრუნდა
21-01-2024, 16:58
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ქართულ მედიაში იწერება, აკაკი გიუნაშვილი იტალიური ფროზინონედან ფოთის კოლხეთში დაბრუნდა.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრების წევრი ფეხბურთელი ფროზინონეს ასაკობრივ გუნდში აგვისტოში ჩაირიცხა, თუმცა იტალიურ კლუბთან აკაკის საიჯარო ხელშეკრულება ამოეწურა და საქართველოში დაბრუნდა.

აკაკი გიუნაშვილი 18 წლისაა. 2021 წელს დინამო თბილისის აკადემიის გუნდში თამაშობდა, 2022 წელს გორის დილაში ირიცხებოდა, ხოლო 2023 წელი კოლხეთში დაიწყო და 15 მატჩი ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ ფროზინონეში აქამდე კიდევ ერთი ქართველი, კერძოდ გიორგი კვერნაძე გადავიდა, რომელიც სერია A-ში გამოცდილებას იღებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი