ხვალ, იტალიის სუპერ თასის ფინალში ერთმანეთს ნაპოლი და ინტერი შეხვდებიან.
ინტერის დამრიგებელმა, სიმონე ინძაგიმ აღნიშნული შეხვედრის შესახებ ისაუბრა:
"ფინალში გადამწყვეტი მნიშვნელობა დეტალებს მიექცევა. ნაპოლი იტალიის მოქმედი ჩემპიონია, თუმცა ჩვენც ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავს."
"ცუდია, რომ ძალების აღსადგენად მხოლოდ 72 საათი გვაქვს, თუმცა რაც არ უნდა იყოს, ფინალის მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ."
"ნაპოლის დამარცხება იოლი არ იქნება, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა შევძლოთ", - თქვა ინძაგიმ