გაწვრთნის თუ არა ნაპოლის მოურინიო - რას ამბობს ჟოზე » სპორტის ხაზი

გაწვრთნის თუ არა ნაპოლის მოურინიო - რას ამბობს ჟოზე

გაწვრთნის თუ არა ნაპოლის მოურინიო - რას ამბობს ჟოზე
20-01-2024, 14:15
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო დღეებში რომადან განთავისუფლებულ ჟოზე მოურინიოს ნაპოლის აქტიურად უკავშირებენ.

როგორც იტალიური Rai-სგან ვიგებთ, ნაპოლიში მუშაობის იდეა თავად პორტუგალიელს ძალიან მოსწონს და მისგან დე ლაურენტისმა თანხმობა უკვე მიიღო, საბოლოო სიტყვა კი სწორედ ნაპოლის პრეზიდენტზეა.

ამავე წყაროს ინფორმაციით, ნაპოლის პრეზიდენტი მილანის ამჟამინდელი დამრიგებლის, სტეფანო პიოლის კანდიდატურასაც განიხილავს, რის გამოც დე ლაურენტისი მოურინიოსთან მიმართებით სიჩქარეს არ აპირებს.

ცნობისთვის, არაოფიციალურ დონეზე თითქმის გადაწყვეტილია, რომ უახლოეს მომავალში ვალტერ მაცარიმ ნაპოლი უნდა დატოვოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.