ეს შეხვედრა დაუყოვნებლივ ჩასატარებელია - ლაურენტისი სულ მალე თათბირს მოიწვევს » სპორტის ხაზი

ეს შეხვედრა დაუყოვნებლივ ჩასატარებელია - ლაურენტისი სულ მალე თათბირს მოიწვევს

ეს შეხვედრა დაუყოვნებლივ ჩასატარებელია - ლაურენტისი სულ მალე თათბირს მოიწვევს
20-01-2024, 02:51
Aa Aa
გაზიარება:

ვიქტორ ოსიმენი როგორც კი აფრიკის ერთა თასიდან იტალიაში დაბრუნდება ნაპოლის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მოიწვევს თათბირს, რომლსაც აუცილებლად დაესწრებიან ნიგერიელი ფორვარდი და ხვიჩა კვარაცხელია. კლუბი მეპატრონეს ეს შეხვედრა სასწრაფოდ სჭირდება, ვინაიდან კვარაცხელიას აგენტის მამუკა ჯუღელის გამონათქვამმა სოციალურ ქსელებში სკანდალი გამოიწვია, რამაც ცუდ ფორმაში მყოფი გუნდი შესაძლოა უარეს დღეში ჩააგდოს.

მედიაში იწერება, რომ ნეაპოლში გაუჩნდათ რეალური შიში იმასთან დაკავშირებით, რომ ოსიმენსა და კვარაცხელიას შორის ურთიერთობა დაიძაბება, არადა გასულ სეზონში ეს წყვილი მთელს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მრისხანე გახლდათ.

ოსიმენი აფრიკის ერთა თასზეა, ხვიჩა კი გუნდთან ერთად საუდის არაბეთშია, სადაც იტალიის სუპერთასზე ასპარეზობს.

მოგეხსენებათ, ქართველი აგენტის ნათქვამს ოსიმენი ინსტაგრამით საკმაოდ უხეშად გამოეხმაურა, შემდეგ კი ნიგერიელის აგენტმაც დაწერა, რომ ჯუღელს სხვის ფეხბურთელზე არ უნდა ესაუბრა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.