ჟოზე მოურინიო ევროპის დატოვებასა და არაბეთში წასვლას უფრო და უფრო უახლოვდება » სპორტის ხაზი

ჟოზე მოურინიო ევროპის დატოვებასა და არაბეთში წასვლას უფრო და უფრო უახლოვდება

ჟოზე მოურინიო ევროპის დატოვებასა და არაბეთში წასვლას უფრო და უფრო უახლოვდება
19-01-2024, 15:41
Aa Aa
გაზიარება:

შესაძლოა, ჟოზე მოურინიომ სამწვრთნელო კარიერა სულ მალე საუდის არაბეთში განაგრძოს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პორტუგალიელი სპეციალისტი "ალ-შაბაბს" სიტყვიერად უკვე მოელაპარაკა.

შეგახსენებთ პორტუგალიელი "რომას" თავკაცის თანამდებობიდან, სულ რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს.

Aawsat-ის უახლესი ინფორმაციით კი, პორტუგალიელმა სპეციალისტმა საკითხი ალ-შაბაბის სპორტულ დირექტორთან, დომინიკო ტიტოსთან განიხილა და გუნდის გაწვრთნაზე თანხმობა თქვა. სავარაუდოდ, მოურინიო ერ-რიადში უახლოეს დღეებში ჩავა, რათა კონტრაქტის დეტალები საბოლოოდ შეათანხმოს.

ალ-შაბაბი საუდის არაბეთის ჩემპიონობის მოპოვებას 2012 წლიდან მოყოლებული ვერ ახერხებს, უკანასკნელად კი ტიტული ათი წლის უკან მოიგო - საუდის არაბეთის სუპერთასი. მიმდინარე სეზონში გუნდი, რომლის ღირსებას არგენტინელი ევერ ბანეგა და ბელგიელი იანიკ კარასკო იცავენ, ამჟამად პრო ლიგაში მე-11 ადგილს იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი