"ყველაფერი სხვანაირად აღმოჩნდა" - რატომ ამოიღო განაცხადიდან ნეიმარი "ალ-ჰილალმა" » სპორტის ხაზი

"ყველაფერი სხვანაირად აღმოჩნდა" - რატომ ამოიღო განაცხადიდან ნეიმარი "ალ-ჰილალმა"

"ყველაფერი სხვანაირად აღმოჩნდა" - რატომ ამოიღო განაცხადიდან ნეიმარი "ალ-ჰილალმა"
19-01-2024, 15:29
Aa Aa
გაზიარება:

დიდი ხნის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "ალ-ჰილალი" და კლუბის ბრაზილიელი ვარსკვლავი, ნეიმარი ერთმანეთთან კონტრაქტის შეჩერებაზე შეთანხმდნენ. აღნიშნული სიმართლე არ აღმოჩნდა, დღეს კი ახალი ინფორმაციის შესახებ გავიგეთ.

გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ნეიმარი საუდის არაბეთის ჩემპიონატის განაცხადიდან ამოშალეს. ჰილალში აღნიშნული გადაწყვეტილება რენან ლოდის ტრანსფერის შემდეგ მიიღეს.

არაბულ კლუბებში მოქმედებს ლიმიტი ლეგიონერებზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთ გუნდში მოედანზე ყოფნა მაქსიმუმ 8 უცხოელ ფეხბურთელს შეუძლია, მაგრამ ვინაიდან ლოდი ალ ჰილალში მე-9 ლეგიონერია, კლუბმა განაცხადში ის ნეიმარის ნაცვლად შეიყვანა. სხვათა შორის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას კონტრაქტი გაუწყვიტეს, მაგრამ ეს არ დადასტურდა, განაცხადიდან წაშლის რეალური მიზეზი ლეგიონერებზე ლიმიტი და რენან ლოდის ტრანსფერია.

საქმე ისაა, რომ ნეიმარს სერიოზული ტრავმა აქვს, რის გამოც ზაფხულამდე მოედანზე გასვლას ვერ შეძლებს. ამიტომაც, განაცხადში ადგილი რენან ლოდისთვის გამოათავისუფლეს.

ბრაზილიელი არაბეთს გასულ ზაფხულს შეუერთდა, თუმცა მხოლოდ 5 თამაშის ჩატარება მოასწრო (1 გოლი). მან მძიმე ტრავმა ბრაზილიის ნაკრებში მიიღო და მოედანს დიდი ხნით ჩამოშორდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი