ლუკა პარკაძე ტრავმიდან დაბრუნდა და ადმირაში ითამაშა » სპორტის ხაზი

ლუკა პარკაძე ტრავმიდან დაბრუნდა და ადმირაში ითამაშა

ლუკა პარკაძე ტრავმიდან დაბრუნდა და ადმირაში ითამაშა
18-01-2024, 14:05
Aa Aa
გაზიარება:

2024 წელი საკმაოდ კარგად დაიწყო ლუკა პარკაძისთვის, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და ავსტრიული კლუბის ამხანაგურ შეხვედრაშიც ითამაშა.

ლუკა პარკაძის ადმირამ კრემსერასთან ითამაშა, რომელიც ქართველი ფეხბურთელის გუნდმა სოლიდური სხვაობით, 2:0 მოიგო.

18 წლის მოთამაშე მიუნხენის ბაიერნის კუთვნილებაშია, რომელიც გერმანულმა კლუბმა პრაქტიკის მისაღებად სწორედ ადმირაში გაანათხოვრა. სამწუხაროდ, პარკაძეს მაშინ ტრავმა ჰქონდა და დიდი პერიოდის გამოტოვება მოუწია, თუმცა ლუკა ახლა გამოჯანმრთელებულია და შეეცდება, რომ 2024 წელი წარმატებით წარმართოს.

აქვე გეტყვით, რომ ავსტრიის მეორე ლიგა (სადაც ადმირა გამოდის) თებერვლის ბოლოს უნდა განახლდეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი