"პარი სენ-ჟერმენში მბაპეს მემკვიდრე უნდა იყოს" - Sportitalia კვარაცხელიაზე » სპორტის ხაზი

"პარი სენ-ჟერმენში მბაპეს მემკვიდრე უნდა იყოს" - Sportitalia კვარაცხელიაზე

"პარი სენ-ჟერმენში მბაპეს მემკვიდრე უნდა იყოს" - Sportitalia კვარაცხელიაზე
17-01-2024, 12:32
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ნაპოლის გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენს მას შემდეგ დაუკავშირეს, რაც ხმები დაირხა, რომ ამავე კლუბიდან წასვლას თვით კილიან მბაპე აპირებს.

"კილიან მბაპე პარიზის დასატოვებლად ემზადება, კლუბი კი მის ხანგრძლივ პერსპექტივაში ჩამნაცვლებელს დაეძებს. პარი სენ-ჟერმენისთვის გამოკვეთილი ვარიანტი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელსაც ნაპოლისთან შორეული კონტრაქტი აკავშირებს, თუმცა აშკარაა, რომ ქართველი იტალიაში დიდი ხნით არ დარჩება."

"ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კონტრაქტი ნაპოლისთან ჯერაც არ გაუფორმებია, ამით კი სარგებლობა სწორედ პარიზელებს შეუძლიათ, რომლებსაც კვარაცხელიასთვის კარგი სახელფასო პირობების შეთავაზებაში ხელს არაფერი შეუშლის"
, - წერს გამოცემა

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 80 მილიონი ევროა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი