კვარა ფიფას დაჯილდოებაზე საუკეთესოებშია - რომელ ფეხბურთელთა რჩეულია ქართველი » სპორტის ხაზი

კვარა ფიფას დაჯილდოებაზე საუკეთესოებშია - რომელ ფეხბურთელთა რჩეულია ქართველი

კვარა ფიფას დაჯილდოებაზე საუკეთესოებშია - რომელ ფეხბურთელთა რჩეულია ქართველი
16-01-2024, 03:16
Aa Aa
გაზიარება:

The Best FIFA-ს დაჯილდოებაზე საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ნაპოლის" შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, 7 ქულით მე-10 ადგილი დაიკავა.

გამარჯვებული, რომელიც 48 ქულით ლეო მესი გახდა, ეროვნული ნაკრებების კაპიტნების, მთავარი მწვრთნელების, სპორტის ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა.

ცნობილია იმ კაპიტნებისა და მწვრთნელების ვინაობა, რომლებმაც რჩეულთა შორის სწორედ ხვიჩა კვარაცხელია დაასახელეს.

კაპიტნები:

გლენსონ პრინსი (დომინიკის რესპუბლიკა) - ერლინგ ჰოლანდი, როდრი, ხვიჩა კვარაცხელია

გურამ კაშია (საქართველო) - ლეო მესი, კილიან მბაპე, ხვიჩა კვარაცხელია

გიორგი ჯიქია (რუსეთი) - ხვიჩა კვარაცხელია, მესი, დე ბრუინი

კვარაცხელია თავის ფავორიტებში ასევე შეიყვანა საქართველოს მიერ არაღიარებული ქვეყნის, კოსოვოს კაპიტანმა ამირ რაჰმანიმაც - ოსიმენი, კვარაცხელია, მესი

მწვრთნელები:

მაიკლ ფინდლი (ბერმუდა) - ჰალანდი, დე ბრუინი, კვარაცხელია

რაულ სავოი (ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა) - ჰალანდი, კვარაცხელია, ოსიმენი

თემურ ქეცბაია (კვიპროსი) - მესი, დე ბრუინი, კვარაცხელია

ტიმო იანკოვსკი (ფიჯი) - ჰალანდი, მბაპე, კვარაცხელია

ვილი სანიოლი (საქართველო) - კვარაცხელია, ჰალანდი, როდრი

ალონ ჰაზანი (ისრაელი) - მესი, ჰალანდი, კვარაცხელია

ვინჩენჩო ალბერტო ანეზე (ნეპალი) - ჰალანდი, კვარაცხელია, დე ბრუინი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.