მანჩესტერ სიტი კვარაცხელიას ტრანსფერისადმი გააქტიურდა | Sixsports » სპორტის ხაზი

მანჩესტერ სიტი კვარაცხელიას ტრანსფერისადმი გააქტიურდა | Sixsports

მანჩესტერ სიტი კვარაცხელიას ტრანსფერისადმი გააქტიურდა | Sixsports
15-01-2024, 14:35
Aa Aa
გაზიარება:

როგორც Sixsports-მა დაწერა, მანჩესტერ სიტი ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერისადმი ბოლო პერიოდში საგრძნობლად გააქტიურებულია.

ამავე წყაროს გვერდებზე ვკითხულობთ, რომ ეტიჰადზე თამაშს უარს თავად ფეხბურთელიც ვერ იტყვის. Sixsports-მა სტატიაში მამუკა ჯუღელის სიტყვები მოიყვანა, რომლის მტკიცებითაც, კვარა მანჩესტერ სიტიში გადასვლას ვერ იუარებს.

გარდა ზემოაღნიშნულისა, გამოცემა იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ ბოლო პერიოდში ხვიჩა კვარაცხელიას გარემოცვას ნაპოლისთან არც ისე კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა, რის გამოც მისი კლუბიდან წასვლის შანსებიც იზრდება.

"ხვიჩა არ დათანხმდება საუდის არაბეთის შეთავაზებას, თუნდაც მას მილიარდი შესთავაზონ. მისთვის პრიორიტეტი რეალში, ბარსელონაში, ბაიერნში ან მან.სიტიში თამაშია", - მოჰყავს საიტს ჯუღელის სიტყვები


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი