კაბო-ვერდე - აფრიკის თასის ყველაზე პატარა სახელმწიფო და სენსაცია » სპორტის ხაზი

კაბო-ვერდე - აფრიკის თასის ყველაზე პატარა სახელმწიფო და სენსაცია

კაბო-ვერდე - აფრიკის თასის ყველაზე პატარა სახელმწიფო და სენსაცია
15-01-2024, 03:24
Aa Aa
გაზიარება:

აფრიკის კუნძულოვანი სახელმწიფო - კაბო-ვერდე, რომელიც 650 კილომეტრის მანძილითაა დაშორებული აფრიკის კონტინენტის მარცხენა სანაპიროს, ერთადერთი კუნძულოვანი სახელმწიფოა, რომელიც 2024 წლის აფრიკის თასის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობს.

ქვეყნის მოსახლეობა დაახლოებით 600 ათას მოსახლეს შეადგენს, კაბო-ვერდე აგრეთვე ყველაზე პატარაა იმ სახელმწიფოებში, რომლებიც ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობენ.

კაბო-ვერდე ჯგუფურ ეტაპზე ეგვიპტესთან, განასა და მოზამბიკთან მოხვდა.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ პატარა ქვეყანამ, დღეს, პირველი "სენსაცია" უკვე მოახდინა და აფრიკის თასის ჯგუფურ ეტაპზე კონტინეტის ოთხ-გზის ჩემპიონი, განა დაამარცხა. 2:1, თანაც ამ ყველაფერს ისიც გამოარჩევს, რომ კაბო-ვერდეელებმა მეორე გოლი 90+2 წუთზე გაიტანეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი