"ორივენი უნივერსალები იყვნენ" - ბიძინა ბარათაშვილი ზაგალოსა და ბეკენბაუერზე წერს » სპორტის ხაზი

"ორივენი უნივერსალები იყვნენ" - ბიძინა ბარათაშვილი ზაგალოსა და ბეკენბაუერზე წერს

"ორივენი უნივერსალები იყვნენ" - ბიძინა ბარათაშვილი ზაგალოსა და ბეკენბაუერზე წერს
14-01-2024, 15:52
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, მსოფლიო ფეხბურთმა ბოლო დღეებში ორი ლეგენდა, ზაგალო და ბეკენბაუერი დაკარგა, რის შესახებაც გამოსამშვიდობებელ პოსტს ქართველი კომენტატორი, ბიძინა ბარათაშვილი აქვეყნებს:

"პირველად მსოფლიო ჩემპიონატი ჯერ ფეხბურთელისა (1958, 1962) და შემდეგ მწვრთნელის (1970, 1994 - პარეირას ეხმარებოდა) რანგში მარიო ზაგალომ მოიგო; მეორედ, ფრანც ბეკენბაუერმა (1974 და 1990)."

"ლობო" (მგელი) ზაგალო 5 იანვარს 92 წლისა გარდაიცვალა, "კაიზერ" ფრანცი 2 დღის შემდეგ 78 წლის ასაკში... ორივეს "პროფესორს" ეძახდნენ, ორივენი უნივერსალები და თავიანთი დროისთვის - ნოვატორები."

"ბრაზილიელი ერთერთი პირველი უკან დახეული ფორვარდი გახლდათ, გერმანელმა ხომ საერთოდ ახალი ამპლუა გამოიგონა ნახევარდაცვიდან დაცვის ცენტრში გადაბარგებით... მათი წასვლით ფეხბურთმა ორი ლეგენდა დაკარგა! RIP P.S. დეშამი (1998 / 2018) ხომ კარგადაა?!"
, - წერს ბარათაშვილი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი