ახალი სამიზნე | ნაპოლი ბელგიის ნაკრების მცველის დამატებას ცდილობს » სპორტის ხაზი

ახალი სამიზნე | ნაპოლი ბელგიის ნაკრების მცველის დამატებას ცდილობს

ახალი სამიზნე | ნაპოლი ბელგიის ნაკრების მცველის დამატებას ცდილობს
15-01-2024, 13:02
Aa Aa
გაზიარება:

როგორც Corriere dello Sport-მა დაწერა, ნაპოლიმ ფრანგულ რენს არტურ ტეატეს ტრანსფერის შესახებ ოფიციალური წინადადება გაუგზავნა.

23 წლის ბელგიელ ცენტრალურ მცველს უკვე ეროვნულ ნაკრებშიც ეძახიან და რენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელიცაა.

ტეატეს ყველაზე დამახასიათებელი თვისება მისი მებრძოლი ხასიათი და ტემპერამენტია, რის გამოც ის საკმაოდ ხისტ, თუმდა ლიდერული თვისებების მქონე მცველად მიიჩნევა.

არტურ ტეატეს საფრანგეთის ლიგაში წასვლამდე სწორედ სერია A-ში ჰქონდა ნათამაშები, ის ბოლონიას ფეხბურთელი გახლდათ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი