თურქეთის ჩემპიონატის რიგით მე-20 ტურის შეხვედრაში შოთა არველაძის კარაგუმრუკი ბეშიქთაშს ეწვია და დიდი ანგარიშით, 3:0 დამარცხდა.
მიუხედავად იმისა, რომ პირველი ნახევრის თავზე საყაიმო ანგარიში იყო და კარაგუმრუკი მეტოქეს ბევრი არაფრით ჩამოუვარდებოდა, მეორე ტაიმში აღნიშნული მატჩის მასპინძლებმა სამი უპასუხო გოლი გაიტანეს და აქტივში დამაჯერებელი გამარჯვება ჩაიწერეს.
სხვათა შორის, თურქული ფეხბურთის გრანდთან არველაძემ კარაგუმრუკის მწვრთნელის რანგში უკვე მეორედ წააგო (შოთამ პირველი მატჩი გალათასარაისთან 1-0 დათმო).
ცნობისთვის, კარაგუმრუკი თურქეთის სუპერლიგის მე-16 ადგილს 20 ქულით იკავებს და გასავარდნ ზონას მხოლოდ 1 პოზიციით აღემატება.