"მუდმივად ცდილობდა გუნდის ლიდერობას" - როგორ აფასებს მედია კვარას თამაშს » სპორტის ხაზი

"მუდმივად ცდილობდა გუნდის ლიდერობას" - როგორ აფასებს მედია კვარას თამაშს

"მუდმივად ცდილობდა გუნდის ლიდერობას" - როგორ აფასებს მედია კვარას თამაშს
14-01-2024, 11:18
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სერია A-ს მე-20 ტურში ნაპოლიმ რაჰმანის მიერ ბოლო წუთზე გატანილი გოლით აუტსაიდერი სალერნიტანა 2:1 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე მომენტების ჰქონდა, მაგრამ თავის გამოჩენა გოლით ვერ მოახერხა. მან ბოლოს ყვითელი ბარათიც მიიღო, რის გამოც სერია A-ს მომდევნო მატჩში, ლაციოსთან, გუნდს ვერ დაეხმარება.

"კალკიომერკატო"– 6 ქულა: "გოლი დააკლდა, მაგრამ მუდმივად ცდილობდა გუნდის ლიდერობას, მიუხედავად იმისა, რომ მთელ მოედანზე სირბილი უწევდა. ახლოს იყო გიჟურ გოლთან, როცა მეტოქის მთელი დაცვა მოატყუა".

"ტუტონაპოლი"– 6 ქულა: "პირველ ტაიმში სივრცეების პოვნა უჭირდა. მეორე ტაიმში მოუმატა და ერთადერთი იყო, ვინც ცდილობდა რაღაცის შექმნას, შესანიშნავი თამაშის წყალობით გოლთანაც ახლოს იყო. თუმცა მისგან უფრო მეტია მოსალოდნელი, როგორც ფინალურ ეპიზოდში".

"კალკიონაპოლი1926"– 6.5 ქულა: "მეორე ტაიმის სტარტზე ორი იდეეით გაანათა. შემდეგ იყო დარტყმა, რომელიც ოჩოამ მოიგერია, ერთხელ კი მცირედით ააცილა. ბოლოს ოჩოამ გოლის გატანაში ისევ შეუშალა ხელი. მცირე გაუმჯობესება, მაგრამ ნამდვილი კვარა ჯერ კიდევ არაა".

"ტუტომერკატოვები" - 5.5 ქულა: "თამაში შემტევ სამეულში მარცხენა ფლანგზე დაიწყო, თავის საყვარელ პოზიციაზე, მაგრამ ვერ ახერხებდა წინსვლას და გაუჭირდა სამბიას წინააღმდეგ სივრცეების პოვნა. სქემის შეცვლასთან ერთად ის მოედნის ცენტრში იწყებს უფრო მოძრაობას კონკრეტული პოზიციის გარეშე, თუმცა თითქოს დაკარგული იყო, მხოლოდ საჯარიმოს გარედან რამდენიმე დარტყმის მცდელობით გამოიჩინა თავი. მატჩის ბოლოს გამოიღვიძა, მაგრამ ეს საკმარისი არაა".

ნაპოლი ამ მოგებით ჯერჯერობით, მე-6 ადგილზე გადავიდა 31 ქულით. 18 იანვარს პარტენოპეი საუდის არაბეთი სუპერთასისთვის ნახევარფინალში ფიორენტინას შეხვდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი