რამდენი ხნით დააკლდება ვიქტორ ოსიმენი ნაპოლის აფრიკის თასის გამო » სპორტის ხაზი

რამდენი ხნით დააკლდება ვიქტორ ოსიმენი ნაპოლის აფრიკის თასის გამო

რამდენი ხნით დააკლდება ვიქტორ ოსიმენი ნაპოლის აფრიკის თასის გამო
12-01-2024, 13:28
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, რამდენიმე დღეში აფრიკის თასი იწყება და წამყვანი კლუბებიდან აფრიკელი მოთამაშეები ამავე ტურნირში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ.

აფრიკის თასზე სათამაშოდ ნაპოლი მისმა ლიდერმა, ვიქტორ ოსიმენმა დატოვა, რომელიც შეეცდება, რომ ნიგერიასთან ერთად ტურნირის გამარჯვებული გახდეს.

ნიგერიის ეროვნულ გუნდს ჯგუფში კოტ დ'იუვარი, ეკვატორული გვინეა და გვინეა ბისაუ ჰყავს, რის გამოც დიდია ალბათობა, რომ ისინი პლეიოფში მოხვდებიან.

ცნობისთვის, აფრიკის თასის ჯგუფური ეტაპი ნიგერიისთვის 22 იანვარს სრულდება და თუ ისინი პირველ ეტაპს ვერ გადალახავენ, მაშინ ნაპოლის ოსიმენის გარეშე თამაში დიდი ხნით არ მოუწევს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი