"ილია თოფურიას ჩხუბს მოუთმენლად ველი" - მანჩესტერის ფეხბურთელი » სპორტის ხაზი

"ილია თოფურიას ჩხუბს მოუთმენლად ველი" - მანჩესტერის ფეხბურთელი

"ილია თოფურიას ჩხუბს მოუთმენლად ველი" - მანჩესტერის ფეხბურთელი
12-01-2024, 12:13
Aa Aa
გაზიარება:

უცხოურ მედიაში მანჩესტერ იუნაიტედის ურუგვაელი ლეგიონერის, ფაკუნდო პელისტრის კომენტარი ვრცელდება, რომელშიც მან ალტერნატიული ფავორიტი სპორტი დაასახელა:

"ფეხბურთელი რომ არ ვყოფილიყავი, დიდი ალბათობით, კალათბურთელი ან მოკრივე ვიქნებოდი, რადგან ეს ორი სახეობა ძალიან მომწონს."

"ასევე, ვფიქრობ, კრივი უფრო ნაკლებად სახიფათოა, ვიდრე MMA, თუმცა ამ სპორტსაც ვადევნებ თვალს და სიამოვნებას ვიღებ."

"სხვათა შორის, მოუთმენლად ველი ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და ილია თოფურიას დაპირისპირებას"
, - თქვა ფაკუნდო პელისტრიმ

აქვე გეტყვით, ქართველისა და ავსტრალიელის ორთაბრძოლა 17 თებერვალს უნდა გაიმართოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.