ქართველი ხელბურთელები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩში დამარცხდნენ » სპორტის ხაზი

ქართველი ხელბურთელები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩში დამარცხდნენ

ქართველი ხელბურთელები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩში დამარცხდნენ
12-01-2024, 00:53
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი ისტორიული მატჩი ჩაატარა. ტიტე კალანდაძის გაწვრთნილი ნაკრები გერმანიის ქალაქ მანჰეიმში ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდა და დამარცხდა - 29:34.

ნიდერლანდელებმა პირველი ტაიმი 7-ბურთიანი უპირატესობით მოიგეს, 19:12. საქართველო 0:4-ს აგებდა, როდესაც ერეკლე არსენაშვილმა საქართველოს ნაკრებისთვის პირველი და ისტორიული გოლის გატანა მოახერხა.

საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმი უკეთ ითამაშა და მეტოქეს 17:15 მოუგო.

ეროვნული ნაკრების ხელბურთელმა გიორგი ცხოვრებაძემ მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ტრავმა მიიღო. მიუხედავად ამისა, იგი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ნაკრების მეკარემ დავით ნიქაბაძემ ნიდერლანდებთან გოლის გატანა მოახერხა.

საქართველო ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში შვედეთს გაეჯიბრება. შეხვედრა 13 იანვარს გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი