გადაწყვეტილია - რჩება თუ არა პოლიტანო ნაპოლიში » სპორტის ხაზი

გადაწყვეტილია - რჩება თუ არა პოლიტანო ნაპოლიში

გადაწყვეტილია - რჩება თუ არა პოლიტანო ნაპოლიში
11-01-2024, 15:52
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ყველაზე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, მატეო პოლიტანო ნაპოლისთან კონტრაქტის განახლებას აპირებს.

ამ მომენტისთვის მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და საბოლოო დეტალები ცნობილი სულ მალე უნდა გახდეს.

იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაციით, პოლიტანო ნაპოლიში კიდევ 3.5 წლით დარჩება. როგორც დაიწერა, მან არაბულ კლუბს, კერძოდ "ალ შაბაბს" წინადადებაზე უარი უთხრა და ნაპოლიში დარჩენა არჩია.

აქვე გეტყვით, რომ მატეო პოლიტანომ ნაპოლის მაისურით ამ დრომდე 170 მატჩი გამართა, რა დროშიც მან მეტოქის კარი 28-ჯერ აიღო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი