შენგელიას ვირტუსი დამარცხდა - როგორ ითამაშა თორნიკემ » სპორტის ხაზი

შენგელიას ვირტუსი დამარცხდა - როგორ ითამაშა თორნიკემ

შენგელიას ვირტუსი დამარცხდა - როგორ ითამაშა თორნიკემ
11-01-2024, 12:24
Aa Aa
გაზიარება:

ევროლიგის მე-20 ტურში თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონია მაქაბი თელ ავივს ეწვია და დიდი სხვაობით, 95:78 დამარცხდა.

ეროვნული გუნდის კაპიტანმა და ვირტუსის ლიდერმა, თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 28 წუთი გაატარა, რა დროშიც მან 9 ქულა, 2 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.

ვირტუს ბოლონია ამ ეტაპზე ევროლიგის მესამე ადგილს 14 მოგებითა და 6 წაგებით იკავებს. ამ სტატისტიკით ისინი მხოლოდ ბარსელონას და რეალს ჩამორჩებიან.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ვირტუს ბოლონია თავის მომდევნო შეხვედრას ეფესის წინააღმდეგ ხვალ, ჩვენი დროით 21:30-ზე გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი