"ამაზე საუბარი აქვე დავასრულოთ" - სტერლინგი დვალიშვილის წონაში აღარ გამოვა » სპორტის ხაზი

"ამაზე საუბარი აქვე დავასრულოთ" - სტერლინგი დვალიშვილის წონაში აღარ გამოვა

"ამაზე საუბარი აქვე დავასრულოთ" - სტერლინგი დვალიშვილის წონაში აღარ გამოვა
11-01-2024, 03:30
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა სუპერმსუბუქ წონაში ალჯამეინ სტერლინგმა დაადასტურა, რომ ამ წონაში გამოსვლა უკვე დაასრულა. ეს ნიშნავს, რომ ამ კატეგორიის ქამრისთვის ბრძოლაში იამაიკელისა და მერაბ დვალიშვილის გზები აღარ გადაიკვეთება.

34 წლის "ალჯომ", რომელიც UFC-ში მთელი კარიერის განმავლობაში სუპერმსუბუქ წონაში გამოდიოდა, ქამარი შარშან აგვისტოში შონ ო’მალისთან წაგების შედეგად დათმო.

"შეიძლება ითქვას, რომ სუპერმსუბუქ წონაში გამოსვლა დავასრულე. წონის 135 ფუნტამდე დაკლების შესაძლებლობის შესახებ ჩემმა ერთ-ერთმა მენეჯერმა მკითხა, რაზეც ვუპასუხე: "ამაზე საუბარი აქვე დავასრულოთ". არც წინა ჯერზეც მსურდა ამ წონის დაჭერა. როგორც უნდა იყოს, ამ საკითხის წამოწევას აღარ ვაპირებ, რადგან ხალხი იტყვის, რომ თავს ვიმართლებ, მაგრამ ეს ფაქტია. სუპერმსუბუქ წონასთან დაკავშირებით ყველაფერი დასრულებულია.

მოხარული ვარ, რომ ოქტაგონზე ვბრუნდები და ჩემი აზრით, მთავარი ესაა. მინდა ფანებმა იცოდნენ, რომ ამ წონით კატეგორიაში ახალი ენერგიით მოვდივარ. მაინტერესებს, რა შემიძლია 145 ფუნტში და ვაპირებ, მსოფლიო შოკში ჩავაგდო"
- ამბობს სტერლინგის MMA Junkie-სთან.

მერაბ დვალიშვილმა, რომელსაც UFC-ში ზედიზედ 9 მოგება აქვს და დივიზიონის რეიტინგში მეორეა, ბოლოს შარშან გაზაფხულზე იჩხუბა და რუსი პიოტრ იანი დაამარცხა. მომავალ შეხვედრას 33 წლის ქართველი მებრძოლი 17 თებერვალს, UFC-ის ყოფილ ორმაგ ჩემპიონ ჰენრი სეხუდოსთან ჩაატარებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი