საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ერთ-ერთმა ასისტენტმა, დევიდ უებმა ინგლისურ მედიასთან ისაუბრა.
The guardian-თან ინტერვიუში, 43 წლის ინგლისელმა სპეციალისტმა საინტერესო საკითხებზე გვიამბო:
"აღმოვაჩინეთ, რომ სათამაშო ფილოსოფიის ერთმანეთთან დაახლოებული აზრები გვაქვს. ჩვენ განვითარებას ერთნაირად ვხედავთ.
როცა საქართველოში წავიდა, ისეთი ადამიანის დახმარება სურდა, რომელსაც მრავალფეროვანი უნარ-ჩვევების სპექტრი აქვს. ასევე, ის ინგლისურ ენაზე მუშაობს და ეს დაბრკოლებას არ წარმოადგენდა. ჩვენი ამოცანაა, რომ ფეხბურთელებთან ინდივიდუალურად ვიმუშავოთ და განვითარებაში დავეხმაროთ.
როცა, თანამშრომლობაზე შევთანხმდით, მან მიიჩნია, რომ მე შემიძლია გუნდს მოედანზე და მის მიღმა ღირებული უნარ-ჩვევები შევძინო. როცა იქ ვარ, ვეცნობი ფეხბურთელებს და მათ ცხოვრებისეულ თავგადასავლებს.
ქართველები უნიკალურები და გამორჩეულები არიან. ძალიან თავმდაბლები, საკმაოდ მშვიდები და მიზნების ერთგული. მათთვის გამარჯვება უფრო მნიშვნელოვანი რამ გახლავთ, ვიდრე ფინანსები" - თქვა უებმა.