მიკელ არტეტას არსენალი მძიმე მდგომარეობაშია, კლუბის შედეგები გაუარესდა და პრემიერ ლიგის ცხრილის სათავიდან მეოთხე ადგილზე დაეშვა, მედიაში აქტიურად იწერება, რომ მეთოფეების მთავარი პრობლემა ფორვარდის ნაკლებობაა.
ამ საუბრებს მიკელ არტეტა გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ნომინალური ცხრიანის დამატებას კლუბი სავარაუდოდ ვერ შეძლებს.
მიკელის თქმით მისი სამსახური ფეხბურთელების გაუმჯობესებაა და არა ხშირად მათი ყიდვა გაყიდვა.
შეგახსენებთ, რომ არსენალი ინგლისის ასოციაციის თასის გათამაშებსაც გამოეთიშა.