ასაკი საერთოდ არ ეტყობა - გიორგი შერმადინი ტურის MVP გახდა! » სპორტის ხაზი

ასაკი საერთოდ არ ეტყობა - გიორგი შერმადინი ტურის MVP გახდა!

ასაკი საერთოდ არ ეტყობა - გიორგი შერმადინი ტურის MVP გახდა!
8-01-2024, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის რიგით მე-17 ტურში გიორგი შერმადინს კარგი თამაში დაუფასეს და ტურის MVP-ის ჯილდოც მიანიჭეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ტენერიფეს კალათბურთელი ხოვენტუდთან შესანიშნავი თამაშით გამოირჩა. მან პარკტეტზე ჯამურად 26 წუთი გაატარა, რა დროშიც გიომ 21 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.

საგულისხმოა, რომ ეს ჯილდო შერმადინმა გრან კანარიას ამერიკელ ლეგიონერ ეი ჯეი სლოტერთან ერთად გაიყო, რომელსაც ასევე შესანიშნავი მატჩი ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შერმადინის ტენერიფე ესპანეთის ლიგის მე-7 ადგილს 9 მოგებითა და 8 წაგებით იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი