გააგდებენ თუ არა ნაპოლიდან მწვრთნელს - სპორტული დირექტორის პასუხი » სპორტის ხაზი

გააგდებენ თუ არა ნაპოლიდან მწვრთნელს - სპორტული დირექტორის პასუხი

გააგდებენ თუ არა ნაპოლიდან მწვრთნელს - სპორტული დირექტორის პასუხი
8-01-2024, 12:06
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ჩემპიონატის მე-19 ტურში ნაპოლი ტორინოს ეწვია და დიდი ანგარიშით, 3:0 დამარცხდა, რის გამოც კლუბი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს.

აღსანიშნავია, რომ მოულოდნელი წაგების შემდეგ ნაპოლიდან კომენტარი არავის არ გაუკეთებია, გარდა მათი სპორტული დირექტორისა, რომელმაც ჟურნალისტებთან რამდენიმე სიტყვა თქვა:

"ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რათა გუნდი ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდეს. ვაპირებთ, რომ მთლიანი შემადგენლობით გუნდის ბაზაზე მომდევნო მატჩამდე დავრჩეთ და სიტუაციის გამოსწორებაზე ვიზრუნოთ."

"ვალტერ მაძარი არსად არ წავა, რადგან მას ჩვენი მხრიდან დიდი ნდობა აქვს მოპოვებული. ამდენად, მის წასვლაზე კითხვების დასმა უადგილო და ალოგიკურია"
, - თქვა მაურო მელუზომ

ცნობისთვის, ნაპოლი სერია A-ს მე-9 ადგილს 28 ქულით იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი