"ასეთ ნაპოლის არ ველოდით, საზონოვი მეტ დროს იმსახურებს" - იურიჩი შეხვედრას აფასებს » სპორტის ხაზი

"ასეთ ნაპოლის არ ველოდით, საზონოვი მეტ დროს იმსახურებს" - იურიჩი შეხვედრას აფასებს

"ასეთ ნაპოლის არ ველოდით, საზონოვი მეტ დროს იმსახურებს" - იურიჩი შეხვედრას აფასებს
7-01-2024, 22:19
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სერია A-ს მე-19 ტურში საბა საზონოვის „ტორინომ“ საკუთარ მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ უმასპინძლა და დამაჯერებლად, 3:0 დაამარცხა. საბა საზონოვი მასპინძელთა სამატჩო განაცხადში იყო და მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც მისი გუნდი 3:0-ს იგებდა. საერთო ჯამში, ქართველმა მცველმა მოედანზე 18-წუთამდე გაატარა.

ნამატჩევს,, "ტორინოს" თავკაცმა, ივან იურიჩმა საზონოვის შესახებ ისაუბრა და განვლილი მატჩიც შეაფასა.

"მთელი მატჩის განმავლობაში კარგი ემოციები მქონდა. დღეს ყველაფერი კარგად გამოგვივიდა და ეპიზოდები სწორი მიმართულებით წავიდა. ჩვენი მიზანი გამარჯვება იყო, მაგრამ ასეთ "ნაპოლის" არ ველოდით. თამაშის წინ "მონცასთან" და "რომასთან" ჩატარებული შეხვედრები ვნახეთ და ველოდით, რომ უფრო მეტ პრობლემას შეგვიქმნიდნენ. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ სწორად ვითამაშეთ და არ ვიცი, ეს შედეგი ჩვენი დამსახურებით მივიღეთ, თუ მათი ცუდი თამაშით.
საზონოვი? ის კარგი ფეხბურთელია, ცენტრალური მცველია და შესაბამისად, ცენტრში ვიყენებ. მინდა, რომ უფრო მეტი სათამაშო დრო მივცე, რადგან ამას იმსახურებს."
- თქვა ხორვატმა სპეციალისტმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი